საქართველოს მთავრობამ გაიზიარა სხვა ქვეყნების გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე და საკანონმდებლო დონეზე დანერგა სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დასაქმების ნებისმიერ სფეროში არსებობს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი, რომლის კონტროლი ევალებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, რაც თავის მხრივ საჭიროებს მათ სათანადო კვალიფიკაციას და გამოცდილებას. კვალიფიკაციის დასანერგად მთავრობის მიერ შემუშავებული იქნა აკრედიტაციის დამატებითი საგამოცდო პროგრამა. ჩვენს კომპანიაში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების ყველა სპეციალისტს მიღებული აქვს სათანადო აკრედიტაცია და წარმატებით ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას - პოლიტიკის მთავარი აზრია შეიქმნას/შემუშავდეს კომფორტული გარემო შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დასანერგად და დასაცავად.
შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და მოთხოვნა შემუშავებულია ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.