სახანძრო უსაფრთხოება
ხანძრისგან დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ბიზნეს ოპერატორებისთვის, ასევე პირადი საკუთრების უსაფრთხოებისთვის. ხანძარმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე გაანადგუროს მატერიალური ფასეულობები და ინფრასტრუქტურა, სწორედ ზემოაღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით კომპანია ლიდ სეიფთი გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, დაგეხმარებით პროექტირებაში, ინსტალაციაში და ინსრუქტირებაში.
- განგაშის და ევაკუაციის შეტყობინება - სისტემის მთავარი დანიშნულებაა კვამლის ან ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს საგანგაშო ხმოვანი სიგნალის ჩართვა, სტრობ განათებასთან ერთად, რომლის დროსაც აუდიო გახმოვანების მეშვეობით განხორციელდება ყველა აუცილებელი ინსტუქციის გაცემა, რათა შემცირდეს პანიკის რისკი და დროულად განხორციელდეს ევაკუაცია.
- ევაკუაციის გზების მიმართულება და ავარიული განათება - ევაკუაციის გზების ავარიული განათება აღჭურვილია დამოუკიდებელი დენის წყაროთი, რაც იძლევა საშუალებას განგაშის დროს ელეტქრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში ადამიანებმა შეძლონ უსაფრთხოდ გადაადგილება გასასვლელების მიმართულებით.
- ხანძრის ავტომატური სისტემა - ავტომატური ხანძარქრობის სიტემა სახანძრო უსაფრთხოების მთავარი შემადგენილი ნაწილია. სისტემას შეუძლია ადამიანის ჩარევის გარეშე მოახდინოს ხანძრის ეფექტურად ლოკალიზება. სისტემაში დასაცავი ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენება: წყალი, ფხვნილი, გაზი და ქაფი. ავტომატური ქრობის სისტემა რთული მექანიზმია და საჭიროებს მაღალ პროფესულ გაანგარიშებას, რათა იქნეს მიღებული მაღალი ეფექტურობა.
- ცეცხლმაქრი - ხანძარქრობის პირველადი საშუალება - ცეცხლმაქრი არის ცეცხლთან ბრძოლის მობილური და პირველადი საშუალება. გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ცეცხლმაქრები აალებული ობიექტიდან გამომდინარე. მისი გამოყენების დროს მთავარია სწორედ შეფასდეს სიტუაცია, რათა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.