HACCP - ჰასპი

HACCP - არის სურსათის კონტროლის სისტემა, რომელიც ეფუძნება სურსათის უვნებლობის პრობლემების პრევენციას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიიჩნევა სურსათისმიერი დაავადებების კონტროლის ყველაზე შედეგიან საშუალებად.

 

საკონსულტაციო მომსახურება:

 

სრულყოფილი ინფორმაცია თქვენს ობიექტზე (მათ შორის ჰორეკა სექტორი) არსებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.

 

  • საწარმო (სამზარეულო) მდგომარეობის შემოწმება-შეფასება სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით.
     
  • არსებული და პოტენციური რისკების დაფიქსირება, ხარვეზების აღმოფხვრის გზების დადგენა.
     
  •  ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი, ანგარიშის მომზადება და ბიზნესოპერატორისთვი გაცნობა.

 

დაპროექტება:

 

პროცესი გულისხმობს ჰორეკა ობიექტის, წარმოების ან სამზარეულო ნაწილის დაპროექტებას სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით.

 

  • ობიექტის დაპროექტება.
  • პროცესების ნაკადურობის დაგეგმარება.


HACCP; ISO 2200 შემუშავება, დანერგვა, სერტიფიკაცია:

 

კომპანია დაგეხმარებათ სწრაფად და შედეგიანად მოახდინოთ სისტემის ახალი ელემენტების ინტეგრაცია თქვენს საქმიანობაში და შედეგიანად გამოიყენოთ ისინი თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

 

  • განსაზღვროთ საფრთხეები და შეაფასოთ რისკები.
  • ჩამოაყალიბოთ რისკებსა და შესაძლებლობებზე მიმართული ღონისძიების გეგმა.
  • განახორციელოთ პროცესებისადმი მიდგომის კონცეფციის რეალიზება.
  •  დანერგოთ შიდა აუდიტების და სისტემის მიმოხილვის საუკეთესო პრაქტიკა.
  • გაზომოთ სისტემა და პროცესები, გააანალიზოთ და შეაფასოთ მონიტორინგის და გაზომვების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მონაცემები.
  • სრულყოთ მუდმივი გაუმჯობესების პროცესები.

 

ტრენინგები:

 

სურსათის უვნებლობის სისტემის დასანერგად და მის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორგანიზაციას ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები.


თქვენ საშუალება გაქვთ:

 

  • შეუკვეთოთ ტრენინგი ადგილზე თქვენს ორგანიზაციაში.
  • მოითხოვოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტრენინგი, სადაც ქეისები და მასალები ადაპტირებული იქნება თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების შესაბამისად.