შრომის უსაფრთხოება

საქართველოს მთავრობამ გაიზიარა სხვა ქვეყნების გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე და საკანონმდებლო დონეზე დანერგა სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დასაქმების ნებისმიერ სფეროში არსებობს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი, რომლის კონტროლი ევალებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, რაც თავის მხრივ საჭიროებს მათ სათანადო კვალიფიკაციას და გამოცდილებას. კვალიფიკაციის დასანერგად მთავრობის მიერ შემუშავებული იქნა აკრედიტაციის დამატებითი საგამოცდო პროგრამა. ჩვენს კომპანიაში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების ყველა სპეციალისტს მიღებული აქვს სათანადო აკრედიტაცია და წარმატებით ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.

ჩვენ გთავაზობთ:

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება

პოლიტიკის მთავარი აზრია შეიქმნას/შემუშავდეს კომფორტული გარემო შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დასანერგად და დასაცავად.

შრომის უსაფრთხოების საბუთების წარმოება

შრომის უსაფრთხოების დანერგვისთვის და დაცვისთვის საჭიროა რიგი საბუთების შექმნა და წარმოება.

უსაფრთხოების რისკების შეფასება

მნიშვნელოვანია მუდმივი ზედამხედველობა, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი საფრთხეები და განხორციელდეს ყველა მნიშვნელოვანი რეგულაციის დაცვა.

გარემოს ფაქტორების გაზომვითი სამუშაოები

ნებისმიერ სამუშაო გარემოში მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების კონტროლი, როგორიც არის: ხმაური, ჰაერის ნაკადის სიჩქარე და მიმართულება, მტვერიანობა, განათება, ტემპერატურა, ტენოანობა.

დასაქმებულების ინსტრუქტირება

დასაქმებულ პირებს სამსახურში აყვანისას და მუშაობის პროცესში აუცილებელია ჩაუტარდეთ სწავლებები მუშაობის დროს შესაძლო წარმოქმნილ საფრთხეებზე, სამუშაო გარემოში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე, საგანგებო და საავარიო სიტუაციების დროს ქცევის წესებზე.

შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და მოთხოვნა შემუშავებულია ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

უსაფრთხო გარემო ბიზნესის წარმატების საწინდარია.