შრომის უსაფრთხოების მომსახურება სულ უფრო აქტუალური მიმართულება ხდება საქართველოში.
საქართველოს მთავრობამ გაიზიარა სხვა ქვეყნების გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე და საკანონმდებლო დონეზე დანერგა სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დასაქმების ნებისმიერ სფეროში არსებობს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი, რომლის კონტროლი ევალებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, რაც თავის მხრივ საჭიროებს მათ სათანადო კვალიფიკაციას და გამოცდილებას.
კვალიფიკაციის დასანერგად მთავრობის მიერ შემუშავებული იქნა აკრედიტაციის დამატებითი საგამოცდო პროგრამა. ჩვენს კომპანიაში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების ყველა სპეციალისტს მიღებული აქვს სათანადო აკრედიტაცია და წარმატებით ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.
პოლიტიკის მთავარი აზრია შეიქმნას/შემუშავდეს კომფორტული გარემო შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დასანერგად და დასაცავად.
შრომის უსაფრთხოების დანერგვისთვის და დაცვისთვის საჭიროა რიგი საბუთების შექმნა და წარმოება.
მნიშვნელოვანია მუდმივი ზედამხედველობა, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი საფრთხეები და განხორციელდეს ყველა მნიშვნელოვანი რეგულაციის დაცვა.
ნებისმიერ სამუშაო გარემოში მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების კონტროლი, როგორიც არის: ხმაური, ჰაერის ნაკადის სიჩქარე და მიმართულება, მტვერიანობა, განათება, ტემპერატურა, ტენოანობა.
დასაქმებულ პირებს სამსახურში აყვანისას და მუშაობის პროცესში აუცილებელია ჩაუტარდეთ სწავლებები მუშაობის დროს შესაძლო წარმოქმნილ საფრთხეებზე, სამუშაო გარემოში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე, საგანგებო და საავარიო სიტუაციების დროს ქცევის წესებზე.
შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და მოთხოვნა შემუშავებულია ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
შრომის უსაფრთხოების მომსახურება წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, კანონმდებლობის სტანდარტების დაცვასა და ბიზნესის სტაბილურ განვითარებაზე.
Lidsafety გთავაზობთ სრულყოფილ, პროფესიონალურ და კანონთან შესაბამისობაში მყოფ შრომითი უსაფრთხოების სერვისს.
მსგავსი სერვისი: სახანძრო სისტემების მონტაჟი
მულტიპროფილური კომპანია ლიდ სეიფთი წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიას, რომლის მიზანია შეგიქმნათ უსაფრთხო გარემო.